საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [3]
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 1011
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

ანაკლია-განმუხურს ახალი ხიდი აკავშირებს >>>
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს განმუხურსა და ანაკლიას ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა მდინარე ენგურზე ახლადაშენებული ხიდი გახსნა, რომელიც ანაკლიასა და განმუხურს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდი 360 მეტრია და 4 თვის განმავლობაში შენდებოდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. მასზე პირველმა საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივ გელა ჭანტურიასთან ერთად გაიარა, რომელსაც ხიდის აშენებას 5 წლის წინათ დაპირდა.

"ხუთი წლის წინათ ვიყავი გელასთან, გაგვიფუჭდა კატერი და გელა დაგვხვდა. მაშინ ვთქვით, რომ აქ ყველაზე კარგი ადგილი გამოვიდოდა. მაშინ მეც პირველად ვიყავი ანაკლიაში და დარწმუნებული ვარ საქართველოს მცხოვრებთა 99 პროცენტმა არ იცის ეს რა ადგილია. 1-2 წელიწადში თქვენ ნახავთ, რომ ყველას ანაკლია ეკერება პირზე - ასეთი პლიაჟის, ასეთი ბუნებისა და გარემოს მსგავსი არსად არაფერი არ არის. არადა განმუხურში ხალხს გარეთ ცხვირის გამოყოფის ეშინოდა. ამას წინათ, აქ გვყავდა ინვესტორები და გვითხრეს: წალკოტში ცხოვრობთო. მაშინ შემთხვევით რომ არ შეგხვედროდით ვერც გავიგებდით აქ რა პოტენციალი იყო", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მასთან საუბრისას.



კატეგორია: Мои статьи | დაამატა: chakii70 (03.06.2010)
ნანახია: 2075 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024 | Free web hosting - uCoz