საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [3]
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 1011
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

ანაკლიის პირველი ინვესტორი რუმინული კომპანიაა

ანაკლიის პირველი ინვესტორი რუმინული კომპანიაა

ძველი სასტუმროების მფლობელები არაკონკურენტულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

"ეკონომიკური პალიტრის" მიხედვით

რუმინული კომპანია „ანტარეს გრუპი" ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონით დაინტერესდა და მასში სასტუმროს აშენება გადაწყვიტა. ინვესტორი ანაკლიაში -დან 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებს. ანაკლიაში სასტუმროების აშენების მსურველთა შორის ჩინური და სამხრეთ კორეული კომპანიებიც არიან. პოტენციურ ინვესტორთა პირველი ჯგუფი ანაკლიაში გასულ კვიირას ჩავიდა და შავიზღვისპირა საკურორტო ზონა დაათვალიერა. საინვესტიციო სააგენტოში მორიგ ჯგუფს მარტის დასაწყისში ელოდებიან.

სააგენტოს მონაცემებით, ანაკლიაში სასტუმროს აშენების ინტერესი რადენიმე ათეულმა კომპანიამ გამოხატა, მათგან 15 შეარჩიეს და კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვლენ. ინვესტირების სხვა მსურველებს განაცხადების შეტანის ვადა პირველ აპრილამდე კიდევ აქვთ.

საუბარია 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობაზე, რომლებიც 100 ნომერზეა გათვლილი. თითოეული პროექტის ღირებულება 3-7 მილიონი დოლარია.

„ანტარეს გრუპის" დირექტორის ფლორინ ბარგაუს განცხადებით, ანაკლია მიმზიდველი ტურისტული ზონაა. ისინი პირველ ეტაპზე 1-დან 2 მილიონ დოლარამდე დაბანდებას გეგმავენ, შესაძლებელია კაპიტალი მომავალში კიდევ გაიზარდოს.
კომპანია „ალ ჰაიაზმის" წარმომადგენლის სოლდ სონგის განცხადებით, მათ სასტუმროს ბიზნესის დასაწყებად საკუთარიო რესურსი აქვთ. „ვფიქრობთ, ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება შეიძლება," - აცხადებს სონგი.

2012 წლის ზაფხულის სეზონისთვის ორ ტურისტულ ზონაში, ქობულეთსა და ანაკლიაში სულ ცოტა 40-მდე ახალი სასტუმრო უნდა იყოს მზად. აქედან 30 სასტუმრო ქობულეთის ფიჭვნარში უნდა აშენდეს.

მთავრობის მიერ შეთავაზებულმა საგადასახადო შეღავათებმა ადრე აშენებული სასტუმროების მფლობელები უკმაყოფილო დატოვა. ქობულეთში არსებული სასტუმროების მეპატრონეები ამბობენ, რომ ისინი არაკონკურენტულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. უკმაყოფილოთა შორის არის თემურ ჭყონია, რომელსაც ქობულეთში სასტუმროს აშენება 20 მილიონამდე დაუჯდა.

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: goka999 (15.02.2011) | ავტორი: giorgis svanidze E W
ნანახია: 1295 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024 | Free web hosting - uCoz